დოლარის ინდექსი ქვედა ტრენდული ხაზის გასარღვევად მზადაა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევროს და სტერლინგის გამყარების ფონზე, ამერიკული დოლარი პოზიციებს თმობს და არაა გამორიცხული, რომ მალე მცირე ტრენდული (აღმავალი) ხაზი დაბლისკენ გადალახოს. ეს ხაზი სათავეს ივნისის ბოლოდან იღებს და ის აღმავალი არხის ქვედა ზღვარსაც წარმოადგენს. ინდექსს მასთან შეხება რამდენჯერმე ჰქონდა და სექტემბერში საკმაოდ ღრმა გარღვევაც შედგა, თუმცა მალევე დაღმასვლა ზრდამ შეცვალა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით გაჩენილმა იმედებმა, ევროს გამყარება გამოიწვია, რასაც ბრექსიტის ოპტიმიზმით გამოწვეული, სტერლინგის ზრდა მოჰყვა. სტერლინგის შემთხვევაში, მოძრაობა ძალიან ძლიერი იყო, რასაც დიდი ალბათობით, კორექციის შემდეგ გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს. რა თქმა უნდა, თუ ფუნდამენტური ფონი ისევე სწრაფად არ შეიცვლება, როგორც ეს წინა კვირაში მოხდა.

თუ დასახელებული ტრენდ-ხაზის გარღვევა დადასტურდა, მაშინ ინდექსს მომდევნო მხარდაჭერის დონედ, სექტემბრის მინიმალური მაჩვენებელი (97.86) დახვდება. თუ მასაც გაივლის, შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაწყებული აღმავალი ტრენდული ხაზის ჯერი მოვა. მასთან ახლოს კი 200-დღიანი მოძრავი საშუალოა.