დოლარის ინდექსი მხარდაჭერის ზონისკენ მიეშურება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

მორიგი მაქსმუმის დაფიქსირების შემდეგ, დოლარის ინდექსი გასულ კვირაში შემობრუნდა და იმ აღმავალი სოლის ქვედა ზღვრისკენ გაეშურა, რომელსაც ივლისი-აგვისტოს შემდეგ აყალიბებს. მისი გადალახვის შემთხვევაში, მომდევნო მხარდაჭერის ხაზისკენ გაეშურება, რომელთან შეხვედრაც დაახლოებით 97.75-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ძნელი სათქმელია, ბაზარი საბოლოოდ როგორ აღიქვამს პარასკევს გამოქვეყნებული (აშშ-ის) შრომის ბაზრის სტატისტიკას. ერთი მხრივ, საათობრივი ანაზღაურების ზრდა არ დაფიქსირებულა. მეორე მხრივ კი ბოლო ნახევარი საუკუნის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა უმუშევრობის დონე. სავარაუდოდ, მეორე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ახლო მომავალში ის სწორედ ხელფასების ზრდას შეუწყობს ხელს.