დოლარის ინდექსი მინიმუმთან დაშორებას ცდილობს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

გასულ კვირაში დოლარმა შეძლო იმ დანაკარგის ნაწილობრივ ანაზღაურება, რომელიც თვის დასაწყისში ჰქონდა. მაგრამ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამერიკული ვალუტა აღმასვლას გააგრძელებს, თუ ბოლო სამი თვის მინიმუმის განახლებას ეცდება.

ბევრი რამ, ფედრეზერვის სხდომასა და მის შემდგომ პრეს კონფერენციაზე იქნება დამოკიდებული. ინვესტორები, განაკვეთთან დაკავშირებით, ცენტრალური ბანკის გეგმებზე მინიშნებებს ელიან. ამ მოლოდინის გამო, ბაზარზე აქტიურობა შემცირდა.

მინიმუმის განახლებამდე, ინდექსმა იმ ტრენდული ხაზის გარღვევა უნდა შეძლოს, რომლიდანაც  წელს სამი არეკვლა მოხდა. სამივე შემთხვევაში, ინდექსის ზრდა მნიშვნელოვანი იყო. ტრენდულ ხაზთან ახლოსაა 200-დღიანი მოძრავი საშუალო, რომელსაც ინდექსი მაშინ შეეხო, როცა ბოლო ორთვენახევრის მინიმუმი (96.51) განაახლა. ამერიკული ვალუტის ინდექსმა ახალი კვირა 97.13-დან დაიწყო.