დოლარის ინდექსი მაისის პიკს უმიზნებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის ინდექსი (DXY) აღმასვლას აგრძელებს. ბრიტანეთის პრემიერად ბორის ჯონსონის არჩევის ფონზე, დიდი შანსია იმისა, რომ ინდექსი ზრდას გააგრძელებს. მნიშვნელოვანი ზღვარია მაისის პიკი. ჯონსონის პრემიერობის გარდა, დოლარის ზრდას, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის შეკვეცის მოლოდინიც განაპირობებს.

სანამ მაისის პიკს მიაღწევს, ინდექსს ჯერ ივლისის (97.59) და ივნსის (97.79) პიკები აქვს გასავლელი. მაისის პიკი კი 98.37-თან დაელოდება. თუ აღმასვლა გაჩერდა, მაშინ ინდექსი წინა კვირის მინიმალური მაჩვენებლისკენ (96,67) გაეშურება.