დოლარის ინდექსი აღმავალი არხის ქვედა საზღვართან

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის ინდექსი ერთი შეხედვით, დაღმასვლის გაგრძელებას ცდილობს, მაგრამ იმ აღმავალი არხით არის შეზღუდული, რომელშიც გასული წლის ივლისიდან მოძრაობს. ამჟამად სწორედ ამ არხის ქვედა ზღვართან იმყოფება და თუ საზღვრებს გარეთ გასვლას აპირებს, ჯერ სწორედ ის უნდა გადალახოს. აქვეა მხარდაჭერის კიდევ ერთი დონე - 200-იანი მოძრავი საშუალო.

მხარდაჭერის ამ ორი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ინდექსს ძლიერი ვარდნა ელის. არეკვლის შემთხვევაში კი, რა ტქმა უნდა, არხის ზედა ზღვრისკენ გაეშურება.