DXY – კორექცია შესაძლოა დასრულებულია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის ინდექსის ამჟამინდელი ფორმაცია მიგვანიშნებს, რომ მიმდნრეობს 5-ტალღოვანი იმპულსის ჩამოყალიბება, რომელიც I-II-III-IV-V ტალღებისგან შედგება. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ამ იმპულსის ფარგლებში, ტალღა IV-ს, რომელიც სამმაგი ზიგზაგია და Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ქვეტალღებისგან შედგება, დასრულებული სახე აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა დაწყებული არის იმპულსის ბოლო, ტალღა V, რომელიც ინდექსს მინიმუმ წინა, ტალღა III-ის სიმაღლეზე (103.00) აიყვანს.

ალტერნატიული სცენარის მიხედვით, ტალღა IV ჯერ არ დასრულებულა და ფასი ამჟამად მის ბოლო ქვეტალღა Ⓩ-ს აყალიბებს, რომელიც თავის მხრივ, (A)-(B)-(C) ტალღების ბმა უნდა იყოს. ამასთან, ამ სამიდან პირველი ორი უკვე დასრულდა. თუ ეს სცენარი განვითარდა, ტალღა IV-მა შესაძლოა 98.39-ს მიაღწიოს. სწორედ მის სიახლოვეს გაივლის საყრდენი ხაზი, რომელიც (A) და Ⓨ-ის (C) ტალღების წვეროებს აკავშირებს.