ვაიდმანი: ECB-ს ნორმალიზაციისთვის დიდი დრო დასჭირდება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ვაიდმანი: ECB-ს ნორმალიზაციისთვის დიდი დრო დასჭირდება

ბუნდესბანკის პრეზიდენტი იენს ვაიდმანი ამბობს, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) დიდი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ სრულად შეაჩეროს სტიმულირების პროგრამა და ნორმალურ მონეტარულ პოლიტიკას დაუბრუნდეს.

„რაც შეეხება ცენტრალური ბანკის განაკვეთს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ახლანდელ დონეს მომავალი ზაფხულის ბოლომდე შევინარჩუნებთ. ამის შემდგ კი განვიხილავთ განკვეთის აწევის საკითხს. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ნორმალურ პოლიტიკაზე გადასვლა დავიწყოთ“, - ამბობს ვაიდმანი, ვინც ცნობილია იმით, რომ ხშირად აკრიტიკებს მეტისმეტად რბილ მონეტარულ პოლიტიკას.

ECB სტიმულირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 2.6 ტრილიონი ევროს აქტივები აქვს შესყიდული და რომელიც რაოდენობრივი შემსუბუქების სახელითაა ცნობილი, დეკემბერში დასრულდება. თუმცა ბანკის ხელში დაგროვილი აქტივების გაყიდვის პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდება.